სულხან-საბა ორბელიანი 1658 წელს სოფელ ტანძიაში დაიბადა. შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი
იყო.
მამა
— ვახტანგი,
ქართლის
სამეფოს
მდივანბეგი
იყო;
დედა
— თამარი
ზაალ
არაგვის
ერისთავის
ასული.
სამეფო
კარზე,
რომელიც
კულტურისა
და
განათლების
ცენტრსაც
წარმოადგენდა,
ორბელიანი
მეგობრობდა
უფროს
მამიდაშვილებთან,
ვახტანგ
V-ის
(შაჰ-ნავაზის)
განათლებულ
ვაჟებთან:
არჩილთან,
ლევანთან,
გიორგისთან
(შემდეგში
ქართლის
მეფე
გიორგი
XI). ამ
უკანასკნელს
თავის
სულიერ
მოძღვრად
მიიჩნევდა.
მიიღო
კარგი
განათლება
როგორც
საერო,
ისე
სასულიერო
დისციპლინებში.
შემდეგში
სამეფო
კარზე
მასვე
დაევალა
მომავალი
ტახტის
მემკვიდრის
ვახტანგ
ლევანის
ძის
(ვახტანგ
VI) აღზრდაორბელიანის
განმანათლებლური მოღვაწეობა, მწერლობის აღორძინებასთან ერთად, მიზნად ისახავდა სამეცნიერო
დარგების განვითარებას.
ენციკლოპედიურ ელემენტებს შეიცავს
მისი „ქართული ლექსიკონი“ („სიტყვის კონა“, 1685-1716), რომელიც გამოირჩევა იმ დროისათვის
მოწინავე მეთოდოლოგიით, უმდიდრესი ფაქტობრივი მასალის მოხშობით; მასში ასახულია ქართული
სალიტერატურო ენის, კერძოდ, ლექსიკის განვითარების ძირითადი ეტაპები. ორბელიანი არ
იფარგლებოდა მწიგნობრული ენით და ლექსიკონში გაბედულად შემოჰქონდა ცოცხალი, სასაუბრო
მეტყველებაში დადასტურებული ენობრივი ფაქტები.
ქართული დოკუმენტური პროზის ერთ-ერთი პირველი და უნიკალური ნიმუშია ორბელიანის
„მოგზაურობა ევროპაში“, რომელიც დღიურების ფორმითაა დაწერილი. თხზულებამ ჩვენამდე დაზიანებული
სახით მოაღწია. დაკარგულია პირველი თავები, სადაც, ალბათ, აღწერილი იყო საფრანგეთის
ქალაქები, მათ შორის პარიზი. შემორჩენილია მხოლოდ იტალიის და თურქეთის ქალაქთა აღწერილობანი.
„მოგზაურობა ევროპაში“ საყურადღებოა დეტალური აღწერებით, ავტორის