
ენციკლოპედიურ ელემენტებს შეიცავს
მისი „ქართული ლექსიკონი“ („სიტყვის კონა“, 1685-1716), რომელიც გამოირჩევა იმ დროისათვის
მოწინავე მეთოდოლოგიით, უმდიდრესი ფაქტობრივი მასალის მოხშობით; მასში ასახულია ქართული
სალიტერატურო ენის, კერძოდ, ლექსიკის განვითარების ძირითადი ეტაპები. ორბელიანი არ
იფარგლებოდა მწიგნობრული ენით და ლექსიკონში გაბედულად შემოჰქონდა ცოცხალი, სასაუბრო
მეტყველებაში დადასტურებული ენობრივი ფაქტები.
ქართული დოკუმენტური პროზის ერთ-ერთი პირველი და უნიკალური ნიმუშია ორბელიანის
„მოგზაურობა ევროპაში“, რომელიც დღიურების ფორმითაა დაწერილი. თხზულებამ ჩვენამდე დაზიანებული
სახით მოაღწია. დაკარგულია პირველი თავები, სადაც, ალბათ, აღწერილი იყო საფრანგეთის
ქალაქები, მათ შორის პარიზი. შემორჩენილია მხოლოდ იტალიის და თურქეთის ქალაქთა აღწერილობანი.
„მოგზაურობა ევროპაში“ საყურადღებოა დეტალური აღწერებით, ავტორის
No comments:
Post a Comment